ახალი ამბები
გორის მერიის თანამშრომლებმა ტყეში პლასტმასის ურნები დადგეს
გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს ტანას ხეობაში ახალი ურნები დადგეს.

ამის ამსახველი ფოტოები ატენის თემის წარმომადგენელმა, შოთა ვანიშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტული სეზონისთვის ემზადება.

ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ რკინის ურნები პლასტმასის ურნები ჩაანაცვლეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები