ახალი ამბები
შიდა ქართლში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 თებერვლის ნალექიანი ამინდის შემდეგ, შიდა ქართლის ბარში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

,,17-18 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შასაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები