ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 257-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 463 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 61,
ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 37, გურია - 26, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 39, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692,
საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში
- 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი,
მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 91.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 152 პირი, აჭარაში - 440, იმერეთში - 763.
სტატიის გამოყენების პირობები