გამოიცა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ფერმერებს საჭირო ინფორმაციის
მიღებაში დაეხმარება.
წიგნის სახელწოდებაა ,,ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ძირითად
მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში."
წიგნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის
შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ახალ დირექტორს სოფლის
მეურნეობის მინისტრი შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გლეხებისთვის და
ფერმერებისთვის განკუთვნილი წიგნი აშშ-ს განვითარების სააგენტოს ახალ
დირექტორს დაგლას ბოლის აჩუქა.
სახელმძღვანელო USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ექსტენციისა
და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS)
მხარდაჭერით მომზადდა.
USAID-ის დირექტორის შეფასებით, ახალი სახელმძღვანელო ფერმერებს
საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა USAID-ის დირექტორს სოფლის
მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტარტეგია გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაკლაოებისა და კლიმატზე ადაპტირებული
სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ
მდგომარეობას, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ინსტიტუციური
განვითარების საკითხებს.
სტატიის გამოყენების პირობები