ახალი ამბები
გორის მეათე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დირექტორს დაუდასტურდა
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესს დაუბრუნდა. 1 მარტს კორონავირუსი დირექტორს დაუდასტურდა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კონტაქტების მასშტაბი დიდია და, შესაბამისად, დისტანციური რეჟიმი ყველა კლასზე გავრცელდა.

პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ, გორის სკოლებში პირისპირ სწავლება 1-ელი თებერვლიდან დაიწყო. თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა გორის სკოლებში ასეთია:

10 თებერვალს ზეღდულეთის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პედაგოგს და 3 მოსწავლეს. 1-დან 10 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე 28 კლასი იყო გადასული.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 22 თებერვალმდე, დისტანციურ რეჟიმზე სწავლობდნენ ფლავის, კარალეთისა და ქვახვრელის სკოლების კონკრეტული კლასის მოსწავლეები.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე პედაგოგს ქვახვრელის საჯარო სკოლაში, ხოლო, მოსწავლეებს შორის, თითო-თითო შემთხვევა გორის მე-9, მე-7, მე-3 სკოლებში იყო გამოვლენილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები