ახალი ამბები
ოკამის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


კასპის რაიონის სოფელ ოკამში, საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „მილენიუმი“-ს (ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

შენობას შეეცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, გაილესება შიდა და გარე ინტერიერი, მოეწყობა ჭერი, იატაკი და სველი წერტილები, ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.
სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 500 მოსწავლეზეა გათვლილი, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის ზვიად პაპიაშვილის განაცხადებით, განახლებული სკოლა სასწავლო და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ოკამის საჯარო სკოლაში 318 მოსწავლე, 37 პედაგოგი და ტექნიკური თანამშრომელი მუშაობს, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მშენებლები დანაპირებს შეასრულებენ და 2015-2016 სასწავლო წლის გამოცდებს კეთილმოწყობილ შენობაში ჩაატარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები