ახალი ამბები
გორის რკინიგზის სადგურში მდგარი 6 ვაგონის მესაკუთრის ვინაობას ვერ ადგენენ
2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ 270 000 ლარით დააჯარიმა საქართველოს რკინიგზა იმის გამო, რომ 6 ვაგონი ,,შპალსაჟღენთი ქარხნის'' კუთვნილ რელსებზეა განლაგებული.

მოსარჩელის მტკიცებით, რკინიგზის კუთვნილი ვაგონები უკანონოდ იკავებს ლიანდაგებს, ამის გამო, ,,შპალსაჟღენთმა ქარხანამ'' შემოსავლები დაკარგა.

რკინიგზის იურისტის განმარტებით, ,,საქართველოს რკინიგზა" ,,შპალსაჟღენთ ქარხანას'' ბიზნესის წარმოებაში ხელს ვერ შეუშლიდა რამდენიმე გარემოების გამო. კერძოდ რელსები მოძველებულია და მას შპალსაჟღენთი ქარხანა ბიზნესისთვის მაინც ვერ გამოიყენებდა. ხოლო ვაგონები არ წარმოადგენს რკინიგზის საკუთრებას, რადგან ინვენტარიზაციის საბუთებში 6 ვაგონის საკუთრების მოწმობას ვერ მიაკვლიეს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფო საწარმო ,,საქართველოს რკინიგზის'' არგუმენტები.

დადგინდა, რომ ,,შპალსაჟღენთი ქარხნის'' კუთვნილ რელსებზე სულ 100 ვაგონი იდგა, აქედან 94 ვაგონი ,,რკინიგზამ'' დაჭრა და ჯართის სახით გაყიდა, ხოლო 6 ვაგონის მესაკუთრეობა, მონაცემების არარსებობის გამო, ვერ დგინდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები