ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ზერტელი მამაკაცი გაათავისუფლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მკვიდრი, მალხაზ დოლუაშვილი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს საღამოს ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს.

60-წლის მამაკაცი ყვება, რომ ის სანადიროდ, სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს იმყოფება.

,,სანადიროდ ვიყავი ბერშეუეთისკენ. იქ დამაკავეს რუსებმა. ჯერ ღრომში წამიყვანეს, შემდეგ ცხინვალში გადამიყვანეს. საკანში მარტო მე და კატა ვიყავით. ცუდად არ მექცეოდნენ. ჩემი დაკავება მოხდა 27 თებერვალს. დღეს სასამართლო ჩატარდა და გამათავისუფლეს" - აცხადებს მალხაზ დოლუაშვილი.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი მოქალაქე, თბილისელი ამირან მენთეშაშვილი გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური სააგენტოები იუწყებიან, რომ ამირან მენთეშაშვილი ხელში დანით იყო დაჭრილი. ის იმავე დღეს გაათავისუფლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები