ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს შორის 20 უშტატო მოსამსახურეა
დასაქმებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრმა
თევდორე ხოსრუაშვილმა მიაწოდა.
,,სახეზეა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მმართველი
გუნდის აქტივისტების დასაქმების ფაქტი. არ შეიძლება უშტატო
თანამშრომლები ძირითად თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 10%-ს
აღემატებოდეს" - აცხადებს თევდორე ხოსრუაშვილი.
მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამის ამსახველი ნუსხა
მიაწოდა.
სიაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც - მარლენ ნადირაძე
(კოალიცია ,,ქართული ოცნება") და ხათუნა ხათაშვილი (,,თავისუფალი
დემოკრატები") გვხვდებიან.
თევდორე ხოსრუაშვილი კი, საკრებულოს წევრია სოფელ სკრიდან.
სტატიის გამოყენების პირობები