ახალი ამბები
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაჭირვებულ ოჯახებში ტკბილეული მიიტანეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა, რაიონული ორგანიზაციის წევრებთან ერთად კასპში ბიგვავების ოჯახს და გორის რაიონის სოფელ სკრაში ჩხიკვაძეების ოჯახს ტკბილეულით და საკვები პროდუქტებით ერთჯერადი დახმარება გაუწიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მოუწოდებენ გორისა და კასპის გამგებლებს და სხვა ჩინოვნიკებს, უარი სთქვან პრემიებზე და დანამატებზე, ხოლო დანაზოგი თანხით დახმარება გაუწიონ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას გააგრძელებენ.

ამ ეტაპზე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებიდან უცნობია გაცემული პრემიებისა და დანამატების საერთო რაოდენობა. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები