ახალი ამბები
ტოტალიზატორში მამაკაცი ცუდად გახდა

დღეს, გორის ერთ-ერთ ტოტალიზატორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო ექიმების განცხადებით, სახეზე მიკროინფარქტის ნიშნები იყო.

შემთხვევა ნაშუადღევს მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა. ავადმყოფი სასწრაფო სამედიცინო მანქანამდე საკაცით ტოტალიზატორში მყოფმა ახალგაზრდებმა მიიყვანეს.

,,აქ ხშირად მოდის. მე რაც ვიცნობ, ტოტალიზატორში არ თამაშობდა ხოლმე. გამოვიდა და უცბად მანქანას მიეყრდნო. თავიდან ვერ მივხვდი, რა მოხდა. მერე რომ ცუდად გახდა და წაიქცა, უკვე გამოვიძახეთ სასწრაფო. კარგია, რომ ექიმებმა დროულად მოუსწრეს" - გვითხრა ამავე ასაკის ერთ-ერთმა მამაკაცმა.

ექიმებმა მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები