ახალი ამბები
რამაზ ჩალაური ხურვალეთიდან: ,,რუსმა სამხედროებმა სოფლამდე მდიეს"
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, 47 წლის რამაზ ჩალაური გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

მის დაკავებასრუსი სამხედროები ცდილობდნენ:

,,ჩვენ ბაღებში ვმუშაობდი, ბანერიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, პატრულირებას აკეთებდა ჩვენი მანქანა, პიკაპით. დიდი მანქანით გამომედევნენ რუსები, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი პიკაპისკენ, ჩვენებისკენ. მდიეს და ვერ დამიჭირეს, ორნი იყვნენ, მერე რა მოხდა არ ვიცი, ისროდნენ, ჰარში ისროდნენ, მე მაინც ჩემი გავიტანე, გინდაც ესროლათ არ გავჩერდებოდი, ყვიროდნენ გაჩერდიო, სოფლამდე ამომყვნენ" - იხსენებს რამაზ ჩალაური.
სუსის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

,,7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა",-აცხადებენ სუსში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები