ახალი ამბები
ძამის ხეობაში რესტორანი ,,ჟოზეფი'' გაიხსნა
ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე რესტორანი ,,ჟოზეფი'' გაიხსნა. ამის შესახებ განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამ ოფიციაულურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ობიექტის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა რესტორანმა, პანდემიის შედეგად დაწესებულების შეზღუდვების გამო, შეაჩერა მუშაობა.

რესტორანი გორში მდებარე ამავე სახელწოდების რესტორნის მფლობელებს ეკუთვნის. სახელი ,,ჟოზეფი'' საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ,,იოსების'' ფრანგული ვერსია.

8 მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, შაბათ-კვირის გარდა. ჯერ-ჯერობით, აკრძალულია ცოცხალი მუსიკის შესრულება.

,,მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, "რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას"– განაცხადა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

8 მარტიდან ასევე მუშაობა განაახლეს სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

ნებადართული გახდა საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.

15 მარტიდან მუშაობის უფლების აღდგენას ფიტნეს კლუბების მფლობელები და მომხმარებლები ელოდებიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები