ახალი ამბები
1000 მშობლის მარშს გორშიც შეუერთდნენ
,,პროტესტის 100 დღე'' - არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. გორში სამოქალაქო საზოგადოების წევრები კამპანიას შეუერთდნენ და აქცია გამართეს.

აქციაზე შეკრებილები, სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რეფორმების გატარებას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ სახელნწიფოსგან სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი შეცვლას, რითიც თანხმობის არარსებობა გამოძიების პროცესის ამოსავალის წერტილი გახდება. ასევე პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნას, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნით, აუცილებელია ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა, ასევე, სამსახურებრივი გულგრილობის გამო, არასრულწლოვანი ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. პროტესტის ციკლი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქობულეთში არასრულწლოვანმა გოგონამ გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა.

,,მოვუწოდებთ სახელმწიფოს: შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.'' - ასეთია აქციის მონაწილეთა მოწოდებები.

პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები