ახალი ამბები
დევნილთა ოჯახებს 27 ტრაქტორი გადასცეს
27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, დევნილებმა ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს. საკუთარი საქმიანობის წამოწყების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.'' - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები