ახალი ამბები
გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს
გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.

მამაკაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. ის "გორმედშია" გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ",- მერაბ მაისურაძე.

წიბასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა, პირადი კონფლიქტის შედეგად, ბასრი საგნით მიაყენა ჭრილობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები