ახალი ამბები
წეროვანში ბუნებრივ აირს ტაბელური იარაღის დაშინებით ჭრიან

დევნილთა დასახლებაში, წეროვანში, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის პროცედურები ცივი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

დევნილების თქმით, კომპანია სოკარის ადგილობრივი წარმომადგენლობა ტაბელური იარაღითაა შეიარაღებული.

დევნილთა დიდ ნაწილს 3 წლის დავალიანება აქვს. ვალი 1500-დან 3 000 ლარამდე მერყეობს.

შეთავაზება, რომელიც დევნილებმა მიიღეს, მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვიურად გახარჯული გაზის საფასურს 15 ლარი უნდა დაუმატონ. წეროვანის დასახლებაში მცხოვრებნი კი ვერც მიმდინარეს და ვერ გასული წლების დავალიანებებს იხდიან.

თავდაპირველად, სოკარის კასპის ფილიალის წარმომადგენლებმა მრიცხველების დალუქვა დაიწყეს, მაგრამ მოსახლეობა ლუქებს მაინც ხსნიდა. ამის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა მილების გადაჭრა გადაწყვიტეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები