ახალი ამბები
კასპში სხვისი მანქანის გაყიდვაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლეს
ფოტოზე: პროკურორი ნათია კიკალი

შიდა ქართლში, არასრულწლოვანთა საქმეების ზედამხედველმა პროკურორმა ნათია კიკალიამ სასამართლო პროცესი წააგო იმ საქმეზე, რომელიც თაღლითურად სხვისი მანქანის გაყიდვას ეხებოდა. ამის შესახებ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 3 თებერვალს მიიღო.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს 2019 წლის 19 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც თაღლითობის საქმეში მამაკაცი გამართლდა.

შს სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მოქალაქემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

პროკურატურის მტკიცებით, ა.დ-მ, სხვა პირებთან ერთად, ,,ბმვ"-ს მარკის მანქანა 5340 ლარად გაყიდა. სინამდევილეში კი აღნიშნული მანქანა ერთ-ერთ ინდმეწარმეს ეკუთვნოდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ა. დ-ი, უდანაშაულოდ სცნეს და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლეს.

პროკურორი ნათია კიკალია ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას:

,,მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და შეთანხმებულია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ მისი თანამონაწილე მასთან შეთანხმებით ასხვისებდა ,,ბმვ" მარკის ვატომანქანას.'' - აღნიშნავდა კიკალია.

,,მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ პირდაპირ და არაპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენება, მოწმეების ჩვენებები) უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები