ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან 2 ადამიანი გაათავისუფლეს

ცხინვალის ხელისუფლებამ, მოლაპარაკებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ, 2 პირი გაათავისუფლა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისში მცხოვრები 69 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი 25 დეკემბერს გამოუშვეს.

ისინი 22 დეკემბერს ზნაურის რაიონის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკარგულ საქონელს ეძებდნენ. ზნაურს ცხინვალის მთავრობა აკონტროლებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ჭვრინისელების დაკავება, მართლაც, დაკარგული საქონლის ძებნის დროს მოხდა, რა დროსაც ისინი იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, რომელსაც ცხინვალის ხელისუფლება აკონტროლებს.

ფოტოზე: სოფელი ჭვრინისი
Print

სტატიის გამოყენების პირობები