ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებია. თავდაცვის
მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა გადადგომის შესახებ განცხადება
დაწერა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, საკადრო
ცვლილებები იმ დროს მოხდა, როდესაც რესპუბლიკის ხელმძღვანელი
შვებულებაში იყო გასული.
ამჟამად, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე იბრაგიმ
გასიევი ასრულებს.
თავდაცვის მინისტრის გადადგომის კონკრეტული მიზეზები უცნობია.
ადგილობრივი ჟურნალისტი ,,კავკაზკი უზელისთვის" მიცემულ ინტერვიუში
აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები სამხედრო სფეროში, რუსეთსა და
სამხრეთ ოსეთს შორის, ინტეგრაციის პროცესს არ შეაფერხებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 მარტს მოსკოვში რუსეთისა და დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ
შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
სტატიის გამოყენების პირობები