გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში, პანტიანში, ვენერა დრიაევა
შინაურ ფრინველს და რქოსან პირუტყვს მარტო უვლის.
ამბობს, რომ საკუთარი თავის შესანახად, პენსიაც ეყოფა, თუმცა ქალაქში
საცხოვრებლად წასულ ერთადერთ შვილის ოჯახისთვის ბევრს შრომობს.
პანტიანში წლების წინ დაოჯახდა და, ამ დრომდე, არ მიუტოვებია სოფელი.
წარმოშობით სოფელ წინაგარადანაა. მისი ძმები ახალგაზრდობაშივე
წავიდნენ რუსეთში და დღემდე იქ ცხოვრობენ.
მშობლების დაღუპვის შემდეგ კი წინაგარასთან უერთიერთობა შეწყდა.
ძმების და ძმისშვილების მოკითხვა მხოლოდ სატელეფონო ზარებით
ხერხდება.
სტატიის გამოყენების პირობები