ახალი ამბები
კასპში მგლებზე ნადირობა იწყება
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონადირეები მგელზე სანადიროდ გავლენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მონადირეების მეშვეობით, მაქსიმუმ 20 მგლის ,,ამოღება" მოხდება.

მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც 2015 წლის ზაფხულში სოფელ კავთისხევში 30-მდე სული ცხვარი მგელმა დაგლიჯა. მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მგლების დახოცვის ნებართვას ითხოვს.

,,ეს საკითხი ამჟამად საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულია. მონადირეებთან ხელშეკრულებას დავდებთ" - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი.

გამგებელი ასევე განმარტავს, რომ ამჟამად არსებობს ცხვრების დაგლეჯის და ადამიანებზე თავდასხმის საშიშროება. ,,შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ" - დასძენს გამგებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები