ახალი ამბები
დე - ფაქტო სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების მოლოდინში
ცხინვალი რეფერენდუმისთვის ემზადება .რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება.

„საჭიროა მთელი რიგი იურიდიული საკითხების დამუშავება, ამიტომ ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს რეფერენდუმი 2017 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აუცილებლად გაიმართება“ - განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ მოსალოდნელი რეფერნდუმის შესახებ კონსულტაციებს რუსულ მხარესთან გადის.

რეფერენდუმი თიბილოვის ერთადერთი ინიციატივა არ ყოფილა.
„დავავალებ შესაბამის სამსახურებს და პარლამენტსაც მივმართავ წინადადებით, განიხილოს რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის საკითხი. არსებობს რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, გთავაზობთ დავარქვათ ჩვენსას სამხრეთ ოსეთი - ალანია. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ორადგახლეჩილი ერის პრობლემა“ - განაცხადა თიბილოვმა.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა რეფერენდუმის გამართვის სურვილი პირველად ოქტომბერში გამოთქვა. ის აღნიშნავდა, რომ რუსეთთან შეერთება „ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა“

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.როგორც სამსახურში განგვიცხადეს პაატა ზაქარეიშვილი კომენტარს აღნიშნულ საკითხზე დღის ბოლომდე გააკეთებს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები