ახალი ამბები
რას ნიშნავს პროდუქტი ბაღებში ,,ეტიკეტისა და ვადის გარეშე'' - ქარელის მერიის განმარტება
ქარელის მერიის განცხადებით, საბავშვო ბაღების გაერთიანების სპეციალისტს მოხსენებით ბარათში შეცდომა გაეპარა. ამ მოხსენებითი ბარათში წერია, რომ საბავშვო ბაღებმა პროდუქტი ეტიკეტისა და ვადის გარეშე მიიღეს.

ქარელის მერის განმარტებით, ქარელის 18 საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტები ვადის დარღვევით, ბოლოს კი, საერთოდ არ მიიღეს.

ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანების სპეციალისტი ლამარა წიქარიშვილი 4 მარტს წერს, რომ 1 მარტს 18 საბავშვო ბაღში მიაწოდეს პროდუქტი, ეტიკეტისა და ვადის გარეშე. ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნინო მეზვრიშვილმა სატენდერო სხდომა გამართა. 25 მარტის სხდომაზე, მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. იქვე აღინიშნა, რომ ,,დეველოპმენტ გრუპი'' მსგავსი სახის დარღვევების თაობაზე, ორჯერ იყო გაფრთხილებული.

კომპანიასთან საკვები პროდუქტების მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. პირველი პარტია ბაღებმა 26 თებერვალს მიიღეს, მეორე პარტია - 2 მარტს.

2021 წლის 4 მარტს, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა გამოსცა ბრძანება, სადაც წერია:

,,მოხსენებითი შემოვიდა დირექტორების ერთობლივი მოხსენებითი ბარათი, სადაც მათ მიერ აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი პროდუქტები კომპანიამ შეიტანა ეტიკეტების და მოხმარების ვადის გარეშე. ასევე შეტანილი პროდუქტს არ ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული მომართვის საფუძველზე გაერთიანების სპეციალისტმა ლამარა წიქარიშვილმა მოხსენებითი ბარათით მიმართა გაერთიანების მმართველს, რის საფუძველზე მოხდა რეაგირება და შპს დეველოპმენტ გრუპ-ის ხელმძღვანელს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ არ გამოიღო არავითარი დადებითი შედეგი. 2021წლის 12 მარტის მოთხოვნა საკვები პროდუქტებისა აღნიშნული ჯგუფის მიერ არ იქნა შესრულებული, საერთოდ არ შეიტანა საკვები პროდუქტები. რის გამოც საბავშვო ბაღის დირექტორებმა წერილობით მიმართეს გაერთიანებას, სადაც აღნიშნულია რომ კომპანიის მიერ არ მოხდა პროდუქტების შეტანა'' - წერს ნინო მეზვრიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები