კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის სახალწლო
ღონისძიებებისათვის 22900 ლარი გამოყო.
გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დალი კორკომაშვილის თქმით,
ამ თანხაში ქალაქი კასპის ცენტრალური ქუჩების მორთულობაც შედის.
200 ცალ სახალწლო საჩუქარს კი, ღამის კონცერტზე მისულ ბავშვებს,
სანტა-კლაუსი უფასოდ დაურიგებს.
საახალწლო საჩუქრები ატრაქციონებთან და ე.წ. სანტას
ხიდთან დარიგდება.
ახალი წლის ღამეს, საკაძის სკვერთან გამართულ კონცერტზე თბილისიდან
მიწვეული ანსამბლი ,,სნო" იმღერებს.
დანარჩენ დღეებში, მუნციპალიტეტის მხარდაჭერით, კლუბ ,,ჰარმონიაში"
სახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება.
საბავშო ბაგა ბაღებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, შშმ პირებს და
დევნილ ბავშვებს კასპის მუნციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 1500
ლარით სხვა საჩუქრებს შეუძენენ.
ხარჯთაღრიცხვა კი ასეთია:
ანსამბლი ,,სნო" - 400 ლარი; ატრაქციონები - 1500 ლარი;
თოვლის ბაბუა - 300 ლარი; ბავშვების ნაძვის ხე - 3 დღიანი
- 600 ლარი; საჩუქრები ბავშვებს - 1 500 ლარი; აპარატურა -
500 ლარი.
სტატიის გამოყენების პირობები