დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190,
საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 115, აჭარაში - 352, იმერეთში - 338. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში
- 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი,
მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 -
აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 303-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 163 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 463 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 137 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 935.
სტატიის გამოყენების პირობები