ახალი ამბები
,,მადაგონი'' ცდილობს, მომხმარებლებს რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს [R]
სუპერმარკეტებისა და
რესტორნების ქსელი "მადაგონი", ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან
გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებელს გვერდით დაუდგეს და
რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს.
კერძოდ, სუპერმარკეტებისა და
რესტორნების ქსელი "მადაგონი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,
მომხმარებლებს, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ ფასდაკლებას
შესთავაზებს.
მომხმარებლებს, მადაგონის ნებისმიერ მაღაზიაში, ყოველდღიურად, ყველაზე
მოთხოვნად კატეგორიაზე ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება ექნება. ეს
აქცია მათთვის, რთულ ვითარებაში, საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება.
მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე მე-11 წელია ოპერირებს
და მართავს 16 სუპერმარკეტსა და 6 რესტორანს, რომელიც
როგორც თბილისში, რუსთავში, თელავში, გორსა და ზესტაფონშია
თავმოყრილი.
ამასთან, "მადაგონის" ერთგული მომხმარებლისთვის კარგად
არის ცნობილი მისი ლუდსახარში, სადაც, არაპასტერიზებული,
ნატურალური ლუდი მზადდება და კომპანიის რესტორნებსა და
პაბებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი.
ცნობილია "მადაგონის" საკონდიტრო და მზა საკვების ხაზი, რომელიც
გამორჩეულია გემოვნური თვისებებით.
სტატიის გამოყენების პირობები