ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორმა მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანა
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, ქვემო ჭალაში, მეჯვრისხევსა და ზღუდერში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა.


მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად გუბერნატორი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში აბულაძეების შვიდ სულიან ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად ესტუმრა.

ოჯახის მცირეწლოვან წევრებს სათამაშოებთან ერთად ტკბილეულით სავსე კალათა მიუტანა.

ქვემო ჭალიდან მხარის რწმუნებული გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მარღიშვილების რვა სულიან ოჯახში გაემგზავრა. ბავშვებს დამდეგი შობა და ახალი წელი სუვენირებით, სათამაშოებითა და ტკბილეულით მიულოცა.

რაც შეეხება ზღუდერს, აქ გიგაშვილების ოჯახს გუბერნატორი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად ესტუმრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები