ახალი ამბები
უფლისციხეში ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები უკვე 87%-ით შესრულდა
ასე გამოიყურება ახალი ხიდის კონსტრუქცია, რომელიც მდინარე მტკვარზე უკვე ააშენეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალი მოაჯირები, ადიდებული მტკვრის ტალღებს პირველად უმკლავდება.

უფლისციხესთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა შესაძლოა, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდეს.

კომპანია ,,კონსტრაქშენ სევირსმა'' თანხის 87% უკვე აითვისა.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდი დამკვეთს 2023 წელს უნდა ჩაბარდეს. დამკვეთი საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარია.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ვიზიტორები იხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები