ახალი ამბები
ხაშურის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
გუშინ საღამოს ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

სეტყვა მოვიდა ბეკამში, გომის მხარეს და, მათ შორის, ქალაქ ხაშურში. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი ამბობს, დაზარალდებოდა გარკვეული სოფლების ნაწილი.

სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესახებ ხაშურის მერიას ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები