ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი
აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც
სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი
ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100 -ლარიანი
ფასდაკლებით ისარგებლებს.
ტერაბანკის ონლაინგანვადებით 8 კილოგრამამდე შეძენილ ნივთს
მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მიიღებს. შეთავაზება
ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პანდემიის პირობებში ონლაინშოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და
პოპულარული ტრენდია. ამავდროულად, ტერაბანკი ელექტრონული ვაჭრობის
სფეროს განვითარებას განსაკუთრებით უჭერს მხარს.
„გადავწყვიტეთ, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს მოსახერხებელი და
უსაფრთხო ონლაინშოპინგისთვის დამატებითი სტიმული მივცეთ. მოხარულები
ვართ, რომ vendoo.ge-სთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა საინტერესო
ინიციატივით იწყება. იმედი გვაქვს, იგი სამომავლოდაც გაგრძელდება“,-
აცხადებენ ტერაბანკში.
ტერაბანკისა და vendoo.ge-ს ერთობლივი აქციის პირობები თითქმის მთელ
ასორტიმენტზე, დაახლოებით 40 ათასამდე პროდუქტზე ვრცელდება. სრულად
მათი სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ
ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ
ნომერზე: 2 55 00 00
სტატიის გამოყენების პირობები