ახალი ამბები
რა ვითარებაა შიდა ქართლის გზებზე

,,ხაშურში ამ წუთებშიც თოვს, თუმცა საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრამდეა, რაც გადაადგილების პრობლემას არ ქმნის" - ამბობს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სუხიაშვილი.

პრესსამსახურის თქმით, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება და მობილიზებულია სპეცტექნიკა.

რაც შეეხება სოფლებს, სუხიაშვილი ამბობს, რომ ყველა სოფელს და იქ მცხოვრებლებს რაიონულ ცენტრთან დაკავშირება უპრობლემოდ შეუძლია.

ქარელის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ამბობს, რომ თოვლისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად რაიონულ ცენტრს სოფლები მოწყვეტილი არაა.

მისი თქმით, ქალაქის გზებს, ტექნიკური მარილით, გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. სოფლებამდე მისასვლელ გზებზე კი, მუნიციპალიტეტს ტექნიკური მარილი არ ჭირდება.

კასპის მუნიციპალუტეტში ამბობენ, რომ დიდთოვლობა არ არის, თუმცა არის ძლიერი ყინვა. შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე ტექნიკური მარილი აქაც გზების დეპარტამენტმა დაყარა.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ რაიონულ ცენტრს ყველა სოფელი უკავშირდება.

 

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები