ახალი ამბები
გორის საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურები იწყება

ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარის მისი მოადგილისა და 4 კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

მათ საიმპიჩმენტო მოთხოვნა საკრებულოში უკვე შეიტანეს, აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც და თავად ოპოზიციონერი დეპუტატებიც ადასტურებენ.

იმპიჩმენტის საკითხზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები მუშაობენ. დეტალურ ინფორმაციას ჩვენ დღის ბოლომდე მოგაწვდით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები