ახალი ამბები
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ გორის საკრებულოში
„საკრებულოს დეპუტატები იმპიჩმენტს სკამებისა და თანამდებობების გამო ითხოვენ“.

ეს განცხადება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ზაზა მეზვრიშვილმა,  საკრებულოს წევრმა და ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

„მე ამის შესახებ ერთი თვით ადრე ვიცოდი,  თუ ასე ძალიან უნდოდათ ჩემი სკამი ეთქვათ და ჩემი ნებით დავთმობდი,  რა საჭირო იყო ძალის დემონსტრირება.  ეს შეიძლება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო,  თუმცა ეყოლებოდათ მათ თამადა.  დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“. განაცხადა ლეიბორისტმა მეზვრიშვილმა.

7 ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის პარტია  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“  წევრის ზურაბ როსებაშვილის იმპიჩმენტსაც ითხოვენ.

ეს უკანასკნელი ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმარების კომისიას ხელმძღვანელობს.  თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის შესახებ როგორც აღმოჩნდა როსებაშვილმაც არაფერი იცოდა.

„დღეს გავიგე ეს ამბავი არაფერი ვიცოდი.“ -ამბობს საკრებულოს დეპუტატი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი,  რომელსაც დამოუკიდებლობის ერთ დღიანი გამოცდილება აქვს,  ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია.

"არაფერი ვიცოდი - ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს“. - ეს კომენტარი სოსო ფალელაშვილს ეკუთვნის.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა საკრებულოს 6 თანამდებობის პირის გადადგომის შესახებ მოთხოვნა კანცელარიაში დღეს დაარეგისტრა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები