ახალი ამბები
აშშ-ს საელჩოს პროგრამის პრეზენტაცია გორში
დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა, ამერიკის საელჩოს ყოველწლიური პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

ამერიკის საელჩომ დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, სამოქალაქო, მესამე სექტორის განვითარება და მასმედიის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა მედია, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ.

დემოკრატიის კომისიის, მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

კომისია გასცემს გრანტებს მაქსიმუმ 24, 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო ჩართულობა, საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, მასმედიის განვითარება.

შხვედრას ესწრებოდნენ მედიის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები