ახალი ამბები
შიდა ქართლში დენის გარეშე 2500 აბონენტია
დიდთოვლობის გამო შიდა ქართლში დღეს დილიდან ელექტროენერგია 12 სოფელს არ მიეწოდებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები დაზიანებულ კერას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ჯამში ქარელსა და ხაშურის რაიონში 2500 აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხაშურისკენ დაზიანდა  35 კილოვოლტიანი ხაზი.

ელექტრო ენერგიით ვერ სარგებლობდა  9000 აბონენტი გორის რაიონის სოფლებშიც.

ელექტრო ენერგიის არახარისხოვან მიწოდებას უჩიოდნენ აბონენტები მთელი რეგიონის მასშტაბით.დღის საათებში და გვიან ღამით დენი რამდენიჯერმე გაითიშა.

„ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არიან გასულები და ჯერ კიდევ უშედეგოდ ეძებენ დაზიანებულ 35 კილოვოლტიან ხაზს, რომელიც დიდთოვლობამ დააზიანა“.

ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი გიორგი ბალახაშვილი.

კომპანიის ინფორმაციით დაზიანებული კერები უკვე ნაპოვნია და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგათ.
საერთო ჯამში დღეს რამდენიმე საათით დენის გარეშე 34 000 აბონენტი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები