11 იანვარს, 12 საათიდან ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე შეზღუდვები
განახლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი” დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის ოფიციალური უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დე-ფაქტო ცხინვალის სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები გზების გაწმენდის სამუშაოებს აგრძელებენ და ამისთვის
დამატებითი დრო ჭირდებათ.
აქვე ცნობილი ხდება, რომ კავკასიონის ქედზე მოსალოდნელია ნალექიც.
როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში, დასახლება ბურონთან, 8 იანვრიდან,
დიდთოვლობის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხე შეიქმნა.
ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გზები
გაიწმინდა და ზვავების წარმოშობის რისკები შემცირდა.
9 იანვრიდან 11 იანვრამდე მოძრაობა აღდგენილი იყო. თუმცა 11 იანვრიდან
კვლავ დაიკეტა.
როკის გვირაბზე არსებული სიტუაციის ფოტორეპორტაჟს კი სააგენტო
,,ოსინფორმი" ავრცელებს
სტატიის გამოყენების პირობები