ახალი ამბები
გომში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ გომში დაკარგული მამაკაცი თანასოფლელებმა 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ოჯახის ახლობლებმა აცნობეს.

72 წლის დავით თათარაშვილი, სახლთან ახლოს, ფლატეზე გადავარდნილი ნახეს.

Qartli.ge წერდა, რომ დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები 2016 წლის 3 იანვრიდან ეძებდნენ. პოლიციაში კი 4 იანვარს განაცხადეს.

მისი პოვნა 8 იანვარს მოხერხდა.

პირველადი ვერსიით, სახლის ტანსაცმლით (საღამურებით) გასული ხანდაზმული მამაკაცი ცუდად გახდა და გადავარდა. არ გამორიცხავენ, რომ მან თავი დაარტყა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები