ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 14 ივნისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

გამოჯანმრთელდა 936 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 354 276-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.30%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13.

596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში.

5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 853 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.
Print

სტატიის გამოყენების პირობები