ახალი ამბები
გორში ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზიებიც გაუქმდება - მერია
ძველი აგრარული ბაზრისა და ავტოსადგურის გაუქმების შემდეგ, ტერიტორია მაღაზიებისგანაც გათავისუფლდება. ამის შესახებ გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების თაობაზე, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს მაღაზიების მეპატრონეებთან.

,,ვიცი, ატყდება ახლა აჟიოტაჟი ამ ამბავზე, დღეს ამ საკითხზე მქონდა შეხვედრა და იქ მაღაზიები აღარ იქნება'' - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ძველი ბაზრის ტერიტორია მერიამ ,,ქართუ ჯგუფისგან'' 2020 წლის 23 ოქტომბერს მიიღო უსასყიდლოდ. თუმცა, კერძო საკუთრებაში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები, რომლებიც კერძო პირებს საკუთრებაში აქვთ.

გორის მერმა ამ ეტაპზე არ გაგვიმხილა დეტალები, თუ რა სახის შეთავაზებები აქვს კერძო პირების მიმართ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები