ახალი ამბები
,,გორმედის'' ექიმები ავარიის შედეგად დაშავდნენ
გორი-იგოეთის მონაკვეთზე, ავარიისას, ,,გორმედის'' 3 ექიმი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ონლაინგამოცემა ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექიმები "ჰონდას" მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც "მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

,,სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა, დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები