ახალი ამბები
პანტიანელების პროტესტი გზის მოხრეშვის შემდეგ
კასპის რაიონის სოფელ პანტიანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას დამატებით ითხოვენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა საპროტესტო აქციის გამართვის დროს განუცხადეს.

პანტიანელების თქმით, გზები ნაწილობრივ მოიხრეშა, ნაწილი კი, გასაკეთებელი დარჩა.

ის გზა კი, რომელიც უკვე მოიხრეშა, ზამთრის პერიოდში მათთვის უფრო გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

ტერიტორიული თემის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის პროგრამის ფარგლებში დახარჯული თანხა, მხოლოდ, გზის ნაწილობრივ რეაბილიტაციას მოხმარდა.

,,დამატებითი სამუშაოებისთვის და დამატებითი თანხებია საჭირო" - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები