ახალი ამბები
Apple-ს მაღაზია ცხინვალში
,,ალანური სახელწოდების დაწესებულებები ცხინვალში პოპულაური ხდება"

ამ სათაურით აქვეყნებს ფოტოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარი საინფორმაციო პორტალი ,,ოსინფორმი".

ფოტოს მიხედვით, ცხინვალში ოსურ ენაზე სარეკლამო წარწერებიც გაჩნდა.

აბრას ზევით ოსურ ენაზე ,,фаткъуы" ქართულად ვაშლს (პროდუქტს) ნიშნავს. ქვემოთ ინგლისურ ენაზე არსებული ,,Apple"-იც ანალოგიური მნიშვნელობისაა.

ოსურ და ინგლისურ ენაზე არსებულ წარწერებს შორის კი მოთავსებულია მსოფლიო ტექნოლოგიური ბრენდის (Apple) – ის ლოგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები