ახალი ამბები
ქარელში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები კასპიდან წავიდნენ
ქალაქ ქარელში ხანძარია. მეხანძრეთა დამატებითი ეკიპაჟი კასპიდან გამოიძახეს.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოიძახეს.

ერთი ეკიპაჟი კასპიდანაც გაგზავნეს.

სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, სახანძრო სამაშველო სამსახურმა მოახერხა ცეცხლის ლიკვიდირება. სახლი არ დამწვარა. დაშავებულიც არავინ არის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები