ახალი ამბები
ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს 2 ათასი ლარით ეხმარებიან
ახალი წლის დღეებში მომხდარი ხანძრის შედეგად პატარქალაშვილების ოჯახს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 2 ათასი ლარით ეხმარება.

ეს ის მაქსიმალური თანხაა, რომლის ოდენობა ადგილობრივ თვითმმართველობის საკრებულომ დადგენილების ფორმით გასულ წელს მიიღო.

ოჯახში, სადაც ამჟამად ერთი თვის ჩვილი ბავშვი ჰყავთ, მძიმე პირობებზე საუბრობენ.

ოჯახის დიასახლისი ლალი ხიზამბარელი ამბობს, რომ ცეცხლს ბავშვის სიცოცხლე სასწაულებრივად გადაურჩა.

ჭერში მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლის ნარჩენები, ასევე, მოულოდნელად ჩავარდა ოთახში.

,,ლუსტრის ადგილას ბურთივით ჩამოვარდა ცეცხლი შუა ოთახში. ბავშვის საწოლი იქვე იდგა. თავიდან გვეგონა, რომ პატარა ცეცხლი იყო, მაგრამ როცა გამოვედით სახლიდან, დავინახეთ, რომ მთლიანად მოდებული იყო. გადავრჩით" - ამბობს ლალი ხიზამბარელი.

კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სახით გამოყოფილი 2 ათასი ლარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის არასაკმარისია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები