ახალი ამბები
გორის თეატრის დასი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ,,ვაჟიშვილით'' წარსდგება
გორის თეატრის დასი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ,,ვაჟიშვილით'' წარსდგება. ამის შესახებ განცხადებას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონული თეატრების ფესტივალი გუშინ ნოქალაქევში გაიხსნა.

ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი“, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი).

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე.

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 22-24 ივლისს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში რეგიონული თეატრალური დასები მონაწილეობენ.

საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება.

ფესტივალში მონაწილეობს 12 ქართული რეგიონული და უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვადან.

ფესტივალის ფარგლებში, 22-24 ივლისს სპექტაკლები სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილზე იმართება, ხოლო 25-31 ივლისს ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს ქალაქ ფოთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები