ახალი ამბები
ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტის წევრები მთავრობას ტოვებენ
2016 წელს ცხინვალის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანო განახლებული შემადგენლობით იწყებს მუშაობას.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,თანამგზავრი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრთა ნაწილი აღამასრულებელ ორგანოში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ, ნაწილი კი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ამჯობინებენ.

როგორც გაირკვა, დეპუტატების ნაწილი მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ახალი ნორმით, ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ - ან პარლამენტში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მაგალითად, დე-ფაქტო პარლამენტის წევრი, პარტია ,,ერთიანი ოსეთის" წარმომადგენელი გენადი ბეკოევი ამბობს, რომ ხალხის რჩეულის ადგილი პარლამენტშია.

,,რა თქმა უნდა, დავრჩები პარლამენტში. არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა როგორც პარტიას, ასევე, თითოეულ ჩვენთაგანს" - თქვა მან.

საინფორმაციო სააგენტო ,,რესის" ხელმძღვანელმა ალა ჯიოევამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება დაასრულოს. ის პარტია ,,ნიხასის" წევრია.

,,ხალხის პარტიის" ლიდერმა ალექსანდრე პლიევმაც აღმასრულებელი ხელისუფლებაც დატოვა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე იყო.

,,ხალხის ერთობის" ლიდერმა და ჯავის რაიონის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ქელეხსაევმა ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

მათ ადგილზე, ვინც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, რიგის მიხედვით, 2014 წელს არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.


ფოტოზე: ალა ჯიოევა
Print

სტატიის გამოყენების პირობები