ახალი ამბები
გორელი ლუკა ავაზაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა სუმოში
გორელი ლუკა ავაზაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა სუმოში. მან წარმატება 18 წლამდელთა ასაკის სპორტსმენებს შორის მიაღწია.

ფაქტს გორის მეოთხე საჯარო სკოლაც გამოეხმაურა, რომლის მე-12 კლასის მოსწავლეცაა ლუკა ავაზაშვილი.

სუმო - სპორტის ნაციონალური სახეობა და მეტად პოპულარული სანახაობაა იაპონიაში. საუკუნეების განმავლობაში დადგენილი წესებისა და რიტუალების მიხედვით, მეტოქეები, რომლებიც სპეციალურად შერჩეული საკვებით იკვებებიან წონის მოსამატებლად, ცდილობენ, ერთმანეთი რინგს გადაღმა გადააგდონ.

დღეს იაპონელ მამაკაცთა უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას მისდევს უმაღლესი სკოლების კლუბებსა თუ უნივერსიტეტებში, ასევე არსებობს სუმოს მოყვარულთა ასოციაცია. იაპონიასა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში სუმო ცნობილია, როგორც პროფესიული სანახაობრივი სპორტი.

სუმოს შეჯიბრის მიზანია სპორტსმენმა აიძულოს მეტოქე და გადააგდოს დოჰიოდან ან სხეულის რომელიმე ნაწილით შეახოს მიწის ზედაპირს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები