ახალი ამბები
სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საგრანტო კონკურსი ცხადდება
სექტემბრიდან, საქართველოს მთავრობა, საგრანტო თანადაფინანსების პროგამას იწყებს, რომლის საშუალებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა მოხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საგრანტო თანადაფინანსების ნაწილი გულისხმობს ტექნიკის ღირებულებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაფინანსებული იქნება შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით.

თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით:

- იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს.

- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35% - ს.

- თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%.-ით

ამავე პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები