ახალი ამბები
14 აგვისტომდე შიდა ქართლში ,,ფაიზერით'' 8 688 მოქალაქე აიცრება
დღევანდელი მონაცემებით, შიდა ქართლის მასშტაბით, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია სულ 10 319 პირმა გაიარა.

აქედან: ,,ფაიზერზე'' დარეგისტრირებულია - 8 688 პირი (16 წლის ზევით). მათი აცრა დაიწყო დღეს, 26 ივლისს და დასრულდება 14 აგვისტოს. 

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს:


სინოფარმი - 1303 პირი

ასტრაზენეკა - 227 (45 წელს ზემოთ)

სინოვაკი - 106 პირი.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა მოგვაწოდა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში, 25 ივლისის ჩათვლით, ვაქცინირებულია 15 012 პირი.

მათგან სრულად ვაქცინირებულია 5243 ადამიანი, მეორე დოზას ელოდება - 9769 პირი.

,,ფაიზერით აცრა მიმდინარეობს გორში - ,,გორმედსა'' და სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო დანარჩენი ვაქცინებით აცრა გორის გარდა, შესაძლებელია, კასპის მედალფაში, ხაშურის ,,ახალ კლინიკაში'' და ქარელის ,,გორმედში''.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს, ფაიზერის გარდა, სხვა ვაქცინებზე აცრა, რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები